20 სექტემბერი, 2021

სოფი ლორენის მთავარი საიდუმლო

მსოფლიო კინოს ლეგენდა სოფი ლორენი ასაკშიც არ კარგავს მომხიბვლელობას. ხანგრძლივი სიცოცხლის მთავარ საიდუმლოდ გულწრფელობა, სიკეთე და სილაღე მიაჩნია:

“არსებობს სილამაზის წყარო: ეს თქვენი ჭკუა, თქვენი ნიჭი, შემოქმედებაა, რომელიც შეგაქვთ თქვენს ცხოვრებაში და საყვარელი ადამიანების ცხოვრებაში. როცა ისწავლით ამ წყაროს წყლის შესმას, თქვენ ნამდვილად დაამარცხებთ ასაკს.

ხასიათი სილამაზის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია.

ქალი, რომელსაც არ უყვარს თავისი მამაკაცის ნაკლოვანებები, ე.ი. ის მამაკაციც არ უყვარს.
ვინ დათანხმდება იცხოვროს იდეალურად ლამაზ, მომხიბვლელ და ამასთანავე წმინდან მამაკაცთან?

ვარცხნილობა განსაზღვრავს როგორია ადამიანის ერთი დღე, საბოოოდ კი ავლენს, როგორია მისი ცხოვრება.

არაფერი ისე არ ალამაზებს ქალს, როგორც რწმენა იმისა, რომ ის ლამაზია.

ძნელია გახდე განუმეორებელი, თუ ზარმაცი ხარ.

ტანსაცმელი პიროვნების გამოხატვის ყველაზე მარტივი საშუალებაა.

მამაკაცის ფანტაზია ქალის საუკეთესო იარაღია.

მე შემიძლია ვთქვა “არა” თორმეტ ენაზე. ქალისთვის ეს სავსებით საკმარისია.”