საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში სულ უფრო და უფრო მძიმე მდგომარეობაშია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.
დეკანოზი ილია ჭიღლაძე ფოთის არქეოლოგიური მუზეუმის უმძიმესი მდგომარეობის შესახებ გვაცნობს ინფორმაციას:
“უმძიმეს მდგომარეობაშია ქალაქ ფოთის არქეოლოგიური მუზეუმი – ე.წ. ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი.
თავად შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ხოლო მასში დაცული ფონდები უნიკალურია და საფრთხის ქვეშაა.
ვიქტორია ჯუღელის ფოტო – 2021.”
