7 სექტემბერი, 2021

მურმან ლებანიძის შესანიშნავად ნათქვამი

პოეტ მურმან ლებანიძეს შესანიშნავად აქვს გადმოცემული ადამიანების ცხოვრებაში მეგობრის დანიშნულების შესახებ თავის ლექსში “ვერაფერი გამიგია..”:

“ვერაფერი გამიგია,
ცხოვრებაში რა ხდება;
ყველაფერი წამიგია –
მეგობრები მაკლდება.
ბრაუნინგით არ მომკვდარან,
ვინც დღეს ჩემთვის მკვდარია,
არც ფანჯრიდან გადმომხტარან –
მშვენიერად არიან.
უფრო ხშირად ახლა შინ ვარ,
წვიმას ვნატრობ შხაპუნას:
შევსვათ! ყველა თავის წვრილმან
საზრუნავში ჩაფლულა!
ყველა თავის ნავში სხდება,
ყველამ სადღაც გაცურა,
ყველა კვდება, გული მწყდება –
წასულან და წასულან!
და დღეები გადის ზანტად,
ღამეები გროვდება,
ვიღაც უსაშველო ლანდად
მწუხრში მიახლოვდება…
მინდა მთაზე ავირბინო,
ზღვის მიქცევა ვიხილო,
თავში ხელი წავიშინო –
რაც მომხვდება, ვიყვირო.”