23 სექტემბერი, 2021

ჯემალ ქარჩხაძე ნიჭიერებაზე

მწერალ ჯემალ ქარჩხაძეს ნიჭიერებასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ჩანაწერი აქვს:

“ნიჭი იმ ფურცლის ცალი გვერდია, რომლის მეორე გვერდი ბიოლოგიური სიცოცხლეა. ნიჭი არის ადამიანის თვითრეალიზაციის ძალა. თვითრეალიზაციის გარეშე კი ღმერთისკენ მიმავალი გზა ჩაკეტილია.

ადამიანის ამოცანა არის სამყაროსა და საკუთარი თავის შეცნობა, რაც არსებითად ერთი და იგივეა.

რაც შეეხება მწერალს, მას ერთადერთი რამ მოეთხოვება – შედევრები წეროს. სხვისი შედევრით მწერალი თავის შედევრს ვერ შექმნის. ვიკითხოთ შედევრები, გავმდიდრდეთ შედევრებით და ვიცხოვროთ შედევრებით, მაგრამ იმ მომენტში, როცა ჩვენ რაიმეს ვქმნით, რაიმეს ვიგონებთ, რაიმეს ვთხზავთ, ყველა შედევრი დავივიწყოთ და მხოლოდ საკუთარ სიღრმეებში ვიტრიალოთ, თუ გვინდა, რაიმე ღირებული შევქმნათ.”