24 სექტემბერი, 2021

გივი ჭიჭინაძის მიძღვნა მერი დავითაშვილს

ბავშვებისთვის არაერთი საყვარელი ლექსის ავტორმა, პოეტმა გივი ჭიჭინაძემ ბავშვებისთვის არაერთი საყვარელი სიმღერის ავტორს, კომპოზიტორ მერი დავითაშვილს ლექსი მიუძღვნა:

“განლეულია გაზაფხულის დილა
შუადღეც…
მზე დასავლეთით გადახრილა,
სივრცეს მოარღვევს
ჰანგი ღვთიური.
საიდან მოჰქრის ფრთებშესხმული,
ან მუდმივ ბუდეს სად იდებს ნეტავ?
ვით თაფლის ფიჭა
დიდი სიკეთით ივსება გული
და უხილავი უნაწილებს პატარებს ნექტარს.
რად გატრუნულა მწვანე ტოტზე
ფრინველი ციდა
ცისკარზე მინდვრად მოსმენილი
სიმღერის მერე.
აღარც კი ტოკავს
და გულდაგულ მოელის ციდან
დედო ზარივით ჩამორხეულ
უმსუყეს ბგერებს.
ყველა ისარი ნასროლი აქვთ
ფრთიან ამურებს.
ხვალ მზის ამოსვლას
სალილეოდ კვლავ გავუღიმებთ.”