30 სექტემბერი, 2021

გიორგი ლობჟანიძის უდიდესი წარმატება

პოეტმა და მთარგმნელმა გიორგი ლობჟანიძემ უდიდეს წარმატებას მიღწია. მისი ლექსი პოეზიის კონკურსზე “ნაზრა” გამარჯვებულად დასახელდა:

“კატარში არსებობს ასეთი მშვენიერი ორგანიზაცია “პოეზიის სახლი”, რომელიც სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებას ატარებს ხოლმე წლის განმავლობაში. მათ შორის: ამ ორგანიზაციის გვერდი ინსტაგრამზე ყოველი წლის სექტებერში ირჩევს რომელიმე ენასა და ქვეყანას და რაიმე დევიზით ატარებს ამ ქვეყნის თანამედროვე პოეტების ერთგვარ დათვალიერება-კონკურსს, ამ კონკურსის მონაწილე პოეტებს კი მომდევნო წელს ეპატიჟება დოჰას წიგნების გამოფენასა და ლიტერატურულ ფესტივალზე. დამიკავშირდნენ და მთხოვეს, არაბულად მეთარგმნა 10 თანამედროვე ქართველი პოეტის თითო ლექსი, ჩემი ლექსიანად.

სექტემბრის დასაწყისში თავზე ცეცხლი მეკიდა, მაგრამ მაინც გავრისკე და ვთარგმნე ეს ლექსები, რომლებიც, როგორც მითხრეს, ორენოვან ბროშურად გამოიცემა წიგნის გამოფენისათვის.

ჩვენი კონკურსის დევიზი იყო: “ადამიანი – პოეზიისა და სიკეთის შუაგული”.

ბევრი ვიფიქრე და მე ერთი ძალიან დიდი ხნის წინათ დაწერილი და გამოუქვეყნებელი ლექსი შევარჩიე, რომელიც თავის დროზე იმ მიზეზით არ გამოვაქვეყნე, რომ თავისი მძაფრი ორიენტალიზმების გამო, შესაძლოა ქართველი მკითხველისათვის აღსაქმელად რთული ყოფილიყო.

ამ შემთხვევაში კი სწორედ ეს ლექსი გამომადგა, რომლის არაბული თარგმანიც კონკურსის ორგანიზატორებს ისე მოეწონათ, რომ ერთი სიტყვაც კი არ შეუცვლიათ. მოკლედ, დიდ საქმეს დავადგი თავი სულ თამაშ-თამაშით და კატარში საქართველოს საელჩოს, განსაკუთრებით კი ქალბატონი ანა მარტინენკოს დიდი დახმარებით და დიდი მადლობა მას. ჩემს თარგმანებზე მეტად ალბათ მისი დამსახურებაა, რომ ამხელა რეზონანსი ჰქონდა კატარში ამ ინიციატივაში ჩვენს მონაწილეობას.

ახლა მომწერეს, რომ ამ კონკურსის გამარჯვებულად ჩემი ლექსი დასახელდა. რადგან პოსტერზე ლექსი ბოლომდე არ ჩანს, ამიტომ აქვე დავდებ სრულ ტექსტსა და ჩემივე არაბულ თარგმანს.

გიორგი ლობჟანიძე

ბაღი უდაბნოში

შენ ხარ ქააბას კედელზე ჩამოკიდებული
ბრწყინვალე მუალლაკა,
რომელშიც ვკითხულობ:
„არა არს სიყვარული,
თვინიერ ჩვენი სიყვარულისა
და პოეზიაა მისი მოციქული“.
ამის მიღმა უდაბნო იწყება.
უდაბნოში მხოლოდ მირაჟი თუ იხარებს:
ვინ გაიგონა,
ვინ ნახა
ბაღი უდაბნოში?!
შენ კი მეუბნები, რომ
მირაჟიც ბაღია –
სხვა სინამდვილიდან აღმოცენებული,
სხვა მზითა და მთვარით გადანათებული.
სიზმარი შებრუნებული ცხოვრებაა,
ცხოვრება შებრუნებული სიზმარია
და მათ შორის გადის
საღი გონების, სიფხიზლის მავთულხლართი.
ჩვენ კი ომიდან ვერგამოქცეული ბავშვები ვართ,
ჩამონგრეული სახლის რაფაზე მდგარი
და გარეთ შიშით მომზირალი
ქოთნის ყვავილები…
არა,
ჩვენ ვართ
დაბომბილ მინდორში
ჩარჩენილი და გადარჩენილი მზესუმზირის
ერთადერთი, ცისკენ დაჭყეტილი თვალი,
რომელსაც ჰგონია, რომ მზე მისი სიზმარია
სინამდვილეში კი
თვითონ არის
მზის ჭრელი სიზმარი.

 

 

جيورجي لوبجانيدزه
بستان في الصحراء
أنت احدي المعلقات الرائعة على جدار الكعبة المشرفة
وأنا أقرأ فيك:
“لا حبَ إلاَ حبَنا
والشعر رسوله”
وأمّا وراء ذلك فتبدأ الصحراء
وفي الصحراء ينبت سراب فقط
من سمع ومن رأى
البستان في الصحراء؟!
وأمّا أنت فتقولين لي
أنه السراب هو البستان أيضا
الذي ينبت من الحقيقة الأخرى
وهو مشرق بالقمرين الاخرين
الحلم حياة مقلوبة
والحياة حلم مقلوب
وبيناهما
ألأسلاك الشائكه
من الفطر السليمة واليقظة
ونحن أطفال لم نهرب من الحرب
زهور في إناء يقف على نافذة منهارة
تنظرالى الخارج في خوف
لا
نحن عين زهرة الشمس الوحيدة
العالقة في حقل مقصوف مدمر
عباد الشمس
من يفكَر أن الشمس حلمه
لكن
هو نفسه
حلم ملوَن
للشمس
ترجمه من الجورجية الي العربية الشاعر ( جيورجي لوبجانيدزه)