6 სექტემბერი, 2021

ევგენი მიქელაძე – რეპრესიების სამაგალითო მსხვერპლი

დირიჟორი ევგენი მიქელაძე 1937 წლის რეპრესიების ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო მსხვერპლი გახდა. 34 წლის მაესტრო ღირსებას და მუსიკის სიყვარულს შეეწირა, თუმცა ხანმოკლე ბიოგრაფიაში მოასწრო ძალიან ბევრი – ეროვნული სიმფონიური ორკესტრის და თბილისის ოპერის თეატრის უმაღლეს შემოქმედებით საფეხურზე აყვანა, საქართველოში მაღალი ხელოვნების განვითარებისთვის უზარმაზარი ამაგის გაღება და ხალხის სიყვარული, რომელიც დღესაც ლაიტმოტივად გასდევს მუსიკალურ ცხოვრებას ჩვენს ქვეყანაში.

ევგენი მიქელაძის ნივთებიდან თითქმის არაფერია შემორჩენილი. “ხალხის მტერი” სამაგალითოდ დასაჯეს და მისი ნივთებიც გაანადგურეს. საბედნიეროდ, ხელოვნების სასახლეში დირიჟორის ფრაკი ინახება, რომელიც ისევე ელეგანტურია, როგორც მისი პატრონი.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი:

“მისი ნივთები სულ რამდენიმე შემოგვრჩა… რეპრესირებულებსა და “ხალხის მტრებს” ასე ექცეოდა საბჭოთა რეჟიმი, მათ კვალს თითქოს მთლიანად სპობდა…

ეს ფრაკი მაინც გადარჩა, ისეთივე ელეგანტურია როგორც თავად პატრონი… ევგენი მიქელაძის ფრაკი. ხელოვნების სასახლის კოლექცია. ფოტო-კატალოგისათვის “ქართული მოდის ისტორია”.