დინა მირცხულავას მთავარი სავედრებელი ღმერთს

დინა მირცხულავას მთავარი სავედრებელი ღმერთსნოველისტი დინა მირცხულავა ღმერთს სთხოვს, პატარა ადამიანებისგან დაიფაროს:

“ღმერთო, დამიფარე პატარა ადამიანებისაგან.
სისხლის ნაცვლად რომ შური დაუდით ძარღვებში.
ყველგან არიან ისინი, ძალიან ახლოსაც და შორსაც.
დამიფარე ადამიანებისაგან, ვისაც ჩემი დაუვარცხნელი თმა არ მოსწონს, დაულაგებელი სახლი, არეული კარადა…
და დაუკითხავად მოდიან მივარცხნიან და მილაგებენ, რა თქმა უნდა, უჩემოდ.
დამიფარე იმათგან, ვინც მუდმივად ჩასაფრებულია, რომ რაიმე ცუდი დამემართოს და მერე ნიშნისმოგებით თქვას – ეს ამიტომ, რომ…
დამიფარე ადამიანებისგან, რომლებმაც ყველაფერი იციან, რომლებსაც ცხოვრების მზა რეცეპტები აქვთ.
დამიფარე იმათგან, ვისაც მუდმივად შეუძლია თავის ხელში აყვანა.
დამიფარე ადამიანებისგან, რომლებიც სულ ბედნიერები არიან, რომლებსაც მიზნები აქვთ და მიზნებამდე გზაზე თუ შემთხვევით სადმე შევეფეთე, გადამივლიან.
დამიფარე, პრინციპული ადამიანებისგან.
მე მეშინია მათი
პრინციპები რა მოსატანია, როცა საქმე ადამიანს ეხება.
ღმერთო დამიფარე ადამიანებისგან, რომელთაც საქმის გარჩევა შეუძლიათ, ყოველთვის მჩაგრავენ აქ.
ეს უკანასკნელი ყველაზე ნაკლებად გამომდის ცხოვრებაში.
ღმერთო, ადამიანებისგან დამიფარე, თორემ ჩემს უბანში მცხოვრები ავი ძაღლისგან მე თვითონ დავიცავ თავს, ღამურებისგანაც – ტყვიასავით რომ მეშინია მათი.
სიბნელისგანაც.
თვითონ მოვერევი ყველა შიშსა და უიმედობას, შენ ოღონდ პატარა ადამიანებისგნ დამიცავი, ღმერთო.”