9 სექტემბერი, 2021

ასეთია საქართველო გურამ ქართველიშვილისთვის

ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი საქართველოზე სათქმელს ლექსის სტრიქონებით გვიზიარებს:

“ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი

საქართველოში ბოზობა ყვავის,
ყველა ჩამშვები ასპარეზზეა,
ბოზობა არის მომტანი ხვავის,
ძველი კულტურა ახალ წესზეა,
გაყოფილია ქართველი ერი
ჩამშვებებად და ჩასაშვებებად
კაცობა გახდა დევნილი გერი,
არაკაცობა მისაგებებად,
უნიჭობაა ნიჭიერება,
წიგნიერება უწიგნურობა,
აქ გონიერ კაცს არ ემღერება,
იუმორია ხიხოს ხუმრობა,
ბოზია მეფე, სეფეც ბოზია,
ბოზური სულით იზრდება წული,
აქ სისუფთავეც ტარტაროზია,
არაკაცობა რწმენაა, რჯული.”