26 აგვისტო, 2021

უმნიშვნელოვანესი შეხსენება რობერტ სტურუასგან

რეჟისორი რობერტ სტურუა თითოეულ ჩვენგანს უმნიშვნელოვანეს შეხსენებას გვიზიარებს:

“ქართველ ნეო-ბოლშევიკებს,

უზრდელ და აი, ძალიან, აი, ძაან თამამ კაენ-ათეისტებს აღარაფერი ეშველება – გინებით აავსებენ ღვთის სახლს!
ჩვენ კი უბრალოდ გავიხსენოთ…

“ალბათ გახსოვთ:

გვითხრა ნოემბერში პატრიარქმა, ხილვა ვნახე, ევროპა ცარიელია და ქალაქებს კლიტე ადევსო? ვიფიქრეთ, ამეტებსო? აგერ, ბატონო!

გვითხრა, ემიგრანტებო, ჩქარა დაბრუნდით, მალე გამოქცევა მოგიწევთო ? გვეგონა, რომ ამეტებდა? აგერ, ბატონო!

გვითხრა, დაიბანეთ სხეული და ხელები, ჰიგიენა ისწავლეთო? აღვშფოთდით, ეს რა რჩევააო? აგერ, ბატონო!

გვითხრა, ნუ მიატოვებთ კარ-მიდამოებს სოფლებში, ბევრად მალე დაგჭირდებათ, ვიდრე გგონიათო? აგერ, ბატონო!

გვითხრა, ვეზიაროთ და კვირაობით მაინც ვიაროთ ტაძარშიო? ე, ბიჭო! იქნებ ამაშიც მართალია ეს კაცი!

გვითხრა, რომ მის სიცოცხლეშივე გამთლიანდება საქართველო? ე, ბიჭო, იქნებ სახელმწიფოც ამ მიმართულებით ავამუშავოთ!

გვითხრა, რომ ყველა განსაცდელი ჩაივლის და სიხარულით შეიცვლებაო ე, ბიჭო, იქნებ ახლა მაინც დავუჯეროთ!”