27 აგვისტო, 2021

ყველაზე გულწრფელი ზინა კვერენჩხილაძე

მსახიობი ზინა კვერენჩხილაძე მაყურებელს თავისი გულწრფელობისა და უმაღლესი პროფესიონალიზმისთვის უყვარდა.

მას არასდროს დაუმალავს, რომ ანტიგონე მისი ცხოვრების თანამგზავრი გახლდათ და ამის შესახებ წიგნში “ჩემი ანტიგონე” წერს:

,,ანტიგონე, ბუნების ეს მშვენიერი ქმნილება აღგაფრთოვანებს თავისი ზნეობრივი სიწმინდით, მისი კეთილშობილი სული ვერ ეგუება სიმდაბლესა და ორგულობას, რადგან პატიოსნება და კაცთმოყვარეობა და, რაც მთავარია, მოვალეობის გრძნობა მიაჩნია მას ადამიანის არსებობის უმაღლეს დანიშნულებად…

30 წელია, გვერდიდან არ მშორდება, მიჭირს თუ მილხინს, შინ თუ გარეთ… ყველგან ჩემთან არის, ველაპარაკები მონატრებული სიყვარულითა და სინაზით, რადგან დღესაც ბევრი გვაქვს სალაპარაკო, გადასაწყვეტი. მე იგი ძალიან მიყვარს, მჭირდება, როგორც ახლობელი, როგორც თანამოაზრე…”