ნანა ცინცაძის ფიასკო

ნანა ცინცაძის ფიასკოალბათ ბევრმა არ იცის, რომ პოეტი ნანა ცინცაძე პროფესიით ექიმია. მის ლექსებზე არაერთი ცნობილი სიმღერაა დაწერილი.

“ფიასკო” – ასე ჰქვია ნანა ცინცაძის ლექსს, რომელსაც “არტ ინფო” გიზიარებთ:

“კიდევ ერთი ფიასკო და ღამის ბოდვა,
კიდევ ერთი გაზაფხულის ცრემლი.
მე მეგონა, ხეს კვირტები ასკდებოდა,
ხარხარი რომ მაღვიძებდა ტყემლის.
უაპრილოდ კვლავ იანვრის ყინვის სუსხი,
უმაისოდ დათოვლილი ფიქრი.
ნუ მასწავლი, რომ ყველაფერს ასაკი აქვს
და რომ წლები უსაშველოდ მიქრის.
მე ვისურვე, რომ ჭაბუკად დამენახე
და მირაჟი ყოფილიყო ჭაღარა.
გეფიცები, მეგონა, რომ შენი სახე,
სიყვარულის მოლოდინმა დაღარა.
ეს შეხვედრა მხოლოდ ჩემი ფიასკოა,
დღესასწაულს ვერ მოგიწყობს მკვდარი.
მაპატიე, რომ გვირგვინი ვერ მოგართვი,
რომ მეგონე ჩემი ფიქრის დარი.”