28 აგვისტო, 2021

მარინა ჯანაშიას საიდუმლო

მსახიობ მარინა ჯანაშიას ჰქონდა საიდუმლო, რომლის გამხელის უფლებასაც მისი ულამაზესი შვილიშვილი მარიტა ჯანაშია ამ დრომდე ვერ ბედავს:

“დღეს მარუსკის დაბადების დღეა – 72 წლის გახდა.

28 აგვისტო მისი ნამდვილი დაბადების დღეა, მხოლოდ საბუთებით აქვს დაბადების დღე 28 დეკემბერს, ამიტომ 2-ჯერ ვულოცავთ ხოლმე. (ადრე დაბადების დღეს სულ 2 იანვარს იხდიდა, ამიტომ რაღაც პერიოდი სამჯერაც ვულოცავდით).

შარშან ამ დღეს ერთად ვიყავით და წინა საქორწინო მღელვარება გვქონდა. ყველაზე კოშმარულ ფიქრებშიც კი ვერ წარმომედგინა, რომ ბოლო დაბადების დღე იყო, როცა ვხედავდი..

ჩვენი ბოლო საუბარიც მახსოვს და ვერც მაშინ წარმოვიდგენდი, რომ ბოლო იყო, თემოს გადაეცი ჩემგან რასაც გეტყვიო, სამწუხაროდ, ვერ ვაძლევ თავს უფლებას ვთქვა, რა მითხრა, თუ თემოს მოუნდება, თვითონ გაგიმხელთ ერთ დღეს…

სულ მაგას გვიმეორებდა მე და თემოს ერთი სული მაქვს პატარა შვილთაშვილი როდის მეყოლებაო, ახლა ჰყავს და სულ 41 დღე აშორებდა რომ გაეცნო.

ზუსტად 41 დღის მერე დაიბადა ბექა.

მისი წასვლის დღიდან აკრძალული მაქვს ჩემ თავთან მასზე წარსულ დროში საუბარი და იგივენაირად იქნება მომავალში, ასე მირჩევნია.

სადღაც აქ არის, სულ ჩვენთან, სულ გვიყურებს, უბრალოდ, ვერ ვკონტაქტობთ…

გილოცავთ მარიამობას.”