18 აგვისტო, 2021

ენამოსწრებული რეზო ლაღიძე

რეზო ლაღიძის ნაწარმოები ლა სკალას სცენაზეკომპოზიტორ რეზო ლაღიძის იუმორი ყველასთვის კარგად იყო ცნობილი.

“არტ ინფო” შემოქმედის ცხოვრებიდან ერთ-ერთი ამბავს გაგიზიარებთ:

რეზო ლაღიძე ძალიან ენამოსწრებული და კარგი მოქეიფე იყო. მის თამადობაზე ლეგენდები დადიოდა. მთელ სუფრას ისე წაიყვანდა, ყველა ნასიამოვნები რჩებოდა.

ერთხელაც პატარძეულში, მწერალ გიორგი ლეონიძის ოჯახში რეზო ლაღიძე სუფრას თამადობდა. სუფრასთან იჯდა კომპოზიტორ ზაქარია ფალიაშვილის ძმისშვილი – დირიჟორი ვახტანგ ფალიაშვილი, ძალიან მორიდებული და ინტელიგენტი კაცი, რომელიც მხოლოდ ლიმონათს სვამდა.

– ფალიაშვილი მე ვარ და მუსიკას შენ წერ, – უთხრა ვახტანგ ფალიაშვილმა რეზო ლაღიძეს.

– რას იზამ, ლაღიძე მე ვარ და ლიმონათს შენ სვამ, – უპასუხა რეზო ლაღიძემ.