19 ივლისი, 2021

ვერიკო ანჯაფარიძის მიერ გადარჩენილი სესილია თაყაიშვილი

მსახიობები ვერიკო ანჯაფარიძე და სესილია თაყაიშვილი სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობდნენ.

ამბობენ, ვერიკო ანჯაფარიძემ სესილია თაყაიშვილი დიდ საფრთხეს გადაარჩინა: 1937 წელს რეპრესიების დროს ადამიანებს ერთი უბრალო სიტყვის გამო იჭერდნენ, აწამებდნენ და ხვრეტდნენ კიდეც, სესილიამ თეატრის ფოიეში ანტისამთავრობო ანეგკოტი მოჰყვა.

მეორე დღეს თეატრში კრება მოიწვიეს და ანეკდოტის მომყოლის ვინაობის გარკვევაც დაიწყო. ვერიკო ანჯაფარიძემ იცოდა, რომ ანეკდოტი სესილია თაყაიშვილმა მოჰყვა. მიხეილ ჭიაურელი სტალინის უახლოესი მეგობარი და ფავორიტი რეჟისორი იყო, ამიტომ მის მეუღლეს ანეკდოტის გამო ნამდვილად არ დაიჭერდნენ. სესილია თაყაიშვილი კი შეიძლება დაეჭირათ და დაესაჯათ კიდეც.

ვერიკო ანჯაფარიძემ მეგობრის გადარჩენა გადაწყვიტა და მისი “დანაშაული” დაიბრალა: ანეკდოტი მე მოვყევიო.
კრება დასრულდა. ვერიკო ანჯაფარიძე არავის არსად დაუბარებია და არც საყვედური გამოუცხადებია. მისი გაბედულების წყალობით უახლოესი მეგობარი – სესილია თაყაიშვილი კი დასჯას გადაურჩა.