3 ივლისი, 2021

შვეიცარიის ბიზნესრეიტინგების ასოციაციის ორდენი რჩეულებს

შვეიცარიის ბიზნესრეიტინგების ასოციაციამ ორდენები იმ რჩეულ ქართველებს გადასცა, რომლებიც, მათი აზრით, ამას ყველაზე მეტად იმსახურებენ.

ორდენები რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ, თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძემ, დირიჟორმა ნიკოლოზ რაჭველმა, დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ და კომპოზიტორმა რუსა მორჩილაძემ მიიღეს.

რჩეულებს ჯილდო მათ სფეროში ნაყოფიერი და წარმატებული მოღვაწეობისთვის გადაეცათ.