10 ივლისი, 2021

შალვა ამონაშვილის უნიკალური აღმოჩენა

ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელმა საქართველოში შალვა ამონაშვილმა უნიკალური აღმოჩენა გააკეთა – მრავალჟამიერობის კანონი აღმოაჩინა და ჩვენც სიამოვნებით გვიზიარებს:

“ძვირფასო მეგობრებო!

დიდი ხანია აღმოვაჩინე ყოველი ჩვენგანის მრავალჟამიერობის კანონი, თუმცა ეს უჩემოდაც კარგად იცით: თუ გულწრფელი და საქმიანი სიყვარულით გიყვარს ყველა, მაშინ ადამიანები ასეთივე სიყვარულით მოგივლიან და მოგეფერებიან, და რომც არ გინდოდეს, მრავალ ათას დღეს იცოცხლებ და იცხოვრებ.

ასე მისრულდება მე ამ წლის 13 ივლისს 33 000 დღე დაბადებიდან (8 მარტი 1931 წელი). შეგიძლიათ მომილოცოთ.

ჩემი მხრივ კი გისურვებთ, რომ ყოველმა თქვენგანმა 45 000 დღე იცხოვროს, სიყვარულის კანონის თანახმად, ეს შესაძლებელია.

გაუფრთხილდით თითოეულ დღეს, რადგან ზაქარის სიბრძნე გვაუწყებს: “კაცის სიცოცხლე დღეების რიცხვით განისაზღვრება.”

გულწრფელი სიყვარულით შალვა ამონაშვილი”