17 ივლისი, 2021

სანდრო გეგეჭკორის ტრიუმფი ესპანეთში

ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა სანდრო გეგეჭკორმა ნამდვილი ფურორი მოახდინა ესპანეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე.

20 წლის პიანისტმა მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა – პირველი პრემია დაიმსახურა და მსმენელის სპეციალურ პრიზთან ერთად კიდევ დამატებით 15 სპეციალური პრიზი მიიღო.

სანდრო გეგეჭკორმა 400 მუსიკოსს შორის გაიმარჯვა. მან ყველა ეტაპი წარმატებით გადალახა, ჩინეთის და პორტუგალიის კონკურსანტებთან ერთად ფინალისტადაც დასახელდა და რჩეულიც გახდა.

კონკურსის გამარჯვებული კონცერტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამართავს.

რაც შეეხება სპეციალურ პრიზებს, 2022-2023 სეზონზე კონცერტების სია ასეთია:
კონცერტი მადრიდის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად – მადრიდი
კონცერტი ბილბაოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად – ბილბაო
საკონცერტო ტურნე ჩინეთში – (მინიმუმ 3 კონცერტი)
კონცერტი ბარსელონაში – Palau De La Musica და ასევე L’auditori
კონცერტი სევილიის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად – სევილია
კონცერტი რომის Real Academia de Espana – რომი
კონცერტი რომის თეატრში – რომი
კონცერტი მიუნჰენში
კონცერტი – The Theatre Principal in Olot
კონცერტი Marbella
კონცერტი ტენერიფას სიმფონიურ ორკესტრთან ერთად – ტენერიფას კუნძულები
Naxos CD – დისკი ნაქსოს პლატფორმაზე
SOLFA RECORDINGS CD – სოლფას პლატფორმაზე.