13 ივლისი, 2021

პეტრე კოლხის უკანასკნელი საჩუქარი ლექსო ლაშქარავას

პოეტმა პეტრე კოლხმა, რომელიც სვეტიცხოვლის ტაძარში მსახურობს, 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფებს მიერ სასტიკად ნაცემ ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას ლექსი მიუძღვნა:

“ლექსო ლაშქარავას მონოლოგი

შენი სახელის დაცვით ჯვარზე მაკრავენ ღმერთო,
მერე საგულეს ტოვებს, ამოგლეჯილი გული.
უარყოფილი, მარტო მივუყვებოდი ფერდობს,
და მოწყალებას შენსას ველი სულგანაბული…
ყველა მკვლელი კი შენი წმინდა სახელით მქოლავს,
ჩამიბნელებენ თვალებს, გაუგონარი ცემით.
ეს არ ყოფილა სადმე მამულისათვის ბრძოლა,
არ იცი, რისთვის გკლავენ, ეს ამბავია ჩემი…
გათენდებოდეს ოღონდ, ჩემი სიცოცხლის ფასად.
არ სჭირდებოდა უფალს, გამრუდებული გზები.
უფლის სახელის დაცვით, ვიღაცამ გადახაზა –
ჩემი ცხოვრების წლები, მოულოდნელად ვკვდები…”