19 ივლისი, 2021

მერაბ ფირანიშვილი – უნიჭიერესი მოქანდაკე სნოში

მოქანდაკე მერაბ ფირანიშვილი სტეფანწმინდაში, სოფელ სნოში ცხოვრობს და ქვისგან საოცრებებს ქმნის.

ულამაზეს სოფელში გაბნეული ხელოვანის ნამუშევრები დამთვალიერებელს მონუსხულს ტოვებს.

ზურა შევარდნაძე:

“სტეფანწმინდაში, სოფელ სნოში მოქანდაკე მერაბ ფირანიშვილს ვესტუმრე, მოვუსმინე ყურადღებით.. ჩემი სურვილი და მოკრძალებული თხოვნაც გავანდე.

ვფიქრობ, რა კარგი იქნებოდა ბევრი ქვა შეგვერჩია, მიგვეზიდა მისთვის, ჩართავდა თავის ცეცხლოვან აპარატს, სასწაულ პორტრეტებს შექმნიდა და გაშლიდა ამ დალოცვილ მინდორზე. მეტს არაფერს ითხოვს, საერთოდ არაფერს. გახდებოდა იქაურობა ტურისტებისთვის და იქ ჩასული ყველა სტუმრისთვის საოცარი სანახაობა.

72 წლის მოვიყარე ამ ორი დღის წინო, მიამბო. წაღებით იმ ქვეყანას ამ ლოდებს ნამდვილად ვერ წაიღებს, დაგვრჩება ჩვენ დიდ საგანძურად. მარა, მაი როის იქნება?!”