21 ივლისი, 2021

მარტივი ჭეშმარიტება გია მურღულიასგან

ფილოლოგი გია მურღულია მარტივ ჭეშმარიტებას ყველაზე მოკლედ და გასაგებად გვაზიარებს:

“ყოველ სახლს ორი სახის ღობე შეიძლება იცავდეს – სიყვარული ან ხმალი.

პირველი ხანდახან მტრებს მეგობრებად აქცევს, მეორე მათ სიკვდილით აშინებს.

სრული გარანტია არც ერთს არ მოაქვს, მაგრამ გადაწყვეტილება (მოაქციოს თუ შეებრძოლოს) ადამიანზე ყველაზე უკეთ ლაპარაკობს.

ერთიც არის – შემოუღობავი სახლის დანახვისას მოძალადე შეიძლება დაფიქრდეს:

“რა ძალა აქვს ამის მფლობელს ისეთი, თავდასხმის რომ საერთოდ არ ეშინია?!”

ხმალი ვერასდროს გამოხატავს სიყვარულს (თუმცა, მის მცველად შეიძლება იქცეს), უხმლობა კი, ზოგჯერ, ზეხმალია.

სიყვარულის ხმალი თუ ხმლის სიყვარული? – არჩევანი ჩვენზეა.”