17 ივლისი, 2021

გულნატკენი როი აბუსელიძე

პოეტი როი აბუსელიძე არ მალავს, რომ საქართველოს მოსახელობის ქმედებებით გულწრფელად გაოგნებულია:

“ისეთ პოსტები მხვდება… ვაიმე, მართლა ვაი..მე! 1921 წლის შემდეგ გასულია ზუსტად 100 წელი, დაგავიწყდათ რა ხდებოდა? თუ მაინდამაინც, დაგუგლეთ და ნახეთ კომუნისტებმა რა უყვეს ეკლესიას, როგორ დახოცეს მღვდლები, როგორ დახვრიტეს მეუფეები და პატრიარქი, ალბათ იდგნენ მაშინდელი ქართველები (ორკები როგორც ეძახით) და დიდი სიხარულით ანგრევდნენ იმას, რამაც საუკუნეები გააძლებინა ქვეყანას…

ახლა 2021 წელს თითქმის იგივე ხდება, რა დაგემართათ? მესმის, რომ ვიღაც უღირსი მამაო შეიძლება სცოდავდეს, მაგრამ ეს მისთვის უარესია. ამისთვის შეიძლება ასეთი სიძულვილი? ამბობთ, სიყვარული არ იციან მამაოებმაო და თვითონ 1000-ჯერ მეტ სიძულვილს ანთხევთ. ნუ აძლევთ თავს იმანიპულიროს ვინმემ თქვენით.

3 000 000-იც აღარ ვართ და პეტიციებს ვაგროვებთ ერთმანეთის გასანადგურებლად. შემინდეთ ეს ემოციურობა, თუ რამეში არ მეთანხმებით უბრალოდ გაატარეთ ან წამშალეთ.”