19 ივლისი, 2021

გალაკტიონ ტაბიძე ევროპაზე

გალაკტიონ ტაბიძე ლექსებს არა მხოლოდ საქართველოს ულამაზეს კუთხეებს უძღვნიდა, არამედ ევროპასაც:

“ევროპავ, გახსოვს?
“ევროპავ, გახსოვს,
რომ გარიგებდენ:
შენ მწუხარებას არ მისცე თავი.
გზაში შეგხვდება
მერანი ორი –
ერთი თეთრი და მეორე შავი.
თუ მოახერხე
თეთრზე შეჯდომა,
არ შეგეშინდეს მისი კისრულის,
ის ფეხით კლდეებს
გადაეჭდობა,
შენ – ნათელ მხარეს გადაგისროლის.
მაგრამ თუ შავზე
მოხვდი შეცდომით –
საამსოფლიოდ არ ევარგები,
მწარედ ინანებ
მასზე შეჯდომით,
სადმე წყვდიადში გადიკარგები.
რომ დაიღუპე,
ქვეყანამ იცის
და არავისზე გაბედო ძვირი,
შენ აირჩიე
შავი – და ისიც
არა მერანი – არამედ ვირი.”