20 ივლისი, 2021

ძალიან კარგი იდეა რობერტ ბარძიმაშვილთან დაკავშირებით

მომღერალ რობერტ ბარძიმაშვილთან დაკავშირებით, ძალიან კარგ იდეას გვთავაზობს მისი უმცროსი კოლეგა მიხეილ ზაქარიაშვილი:

“მაქვს იდეა, რომ რობერტ ბარძიმაშვილს გავუხსნა ძეგლი თბილისში, ის ოთხი, თუ ვცდები გამისწორეთ, ლეგენდარული ანსამბლის შემქმნელია – ,,ორერა”, ანსამბლი “75”, ,,ჯორჯია” და ბავშვთა ანსამბლი ,,ლახტი”. თითეულმა მათგანმა უდიდესი კვალი დატოვა საქართველოში ესტრადის და შოუ ბიზნესის განვითარებაში, რომლებმაც გასულ საუკუნეში ხალხს უდიდესი სიამოვნება მიანიჭეს!

ადგილი შერჩეული მაქვს ვერის ბაღში, სადაც იქნება მუსიკოსების შეკრების ადგილიც! თქვენ რას იტყვით, არ ეკუთვნის? მერიაში ვინც მუშაობთ და გეკუთვნით ამ საკითხის გადაწყვეტა, გამომეხმაურეთ და ყველაფერს დაწვრილებით მოგახსენებთ…

არ შეიძლება კაცის ამდენი ნაღვაწი წყალში ჩაიყაროს და შთამომავლობამ არ დავაფასოთ… ვისწავლოთ უკვე პატივისცემა დროა! მომეხმარეთ პეტიციის გაკეთებაში, გთხოვთ…”