13 ივნისი, 2021

უშველეთ მცხეთის სამთავროს ტაძარს!

მცხეთის სამთავროს ტაძარს შველა სჭირდება. მისი დასავლეთ ფასადის სარკმელი მძიმე მდგომარეობაშია.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე:

“მძიმე მდგომარეობაშია მცხეთის სამთავროს ტაძრის დასავლეთი ფასადის ცენტრალური სარკმელი: ფასადის თლილი ქვის ნაწილი დაძრული და მორყეულია, ხოლო ნაწილი უხეში სარემონტო საქმის შედეგად დასვრილია ცემენტის ხსნარის ნაღვენთებით.

საჭიროა ქვის რესტავრატორების მიერ მორყეული ქვების ხელახლა ჩასმა-გასწორება და დასვრილი მონაკვეთების სრულყოფილი გაწმენდა.
გიორგი მაღრაძის ფოტო. 2021”