უსამართლოდ განდევნილი თამაზ ვაშაკიძე

უსამართლოდ განდევნილი თამაზ ვაშაკიძექორეოგრაფი თამაზ ვაშაკიძე უსამართლოდ არის განდევნილი როგორც საკუთარი სამშობლოდან, ასევე საყვარელი საქმისგან, საყვარელი მეუღლისგან და 3 შვილისგან:

“5.690 დღე ოჯახისა და სამშობლოს გარეშე.

2004 წლიდან საქართველოს ხელმძღვანელობამ ჩამომაცილა ხელოვნებას, როგორც ხელოვანს შემიწყვიტა სიცოცხლე!

1. პირველი საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი-კონკურსის “ჭაბუკიანი – ბალანჩინის“ ფუნქციონირება, დაარსებული საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ჩემს მიერ საქართველოში შეაჩერეს. (დაარსებული 2001 წელს )

2. პირველად საქართველოში თანამედროვე ცეკვის თეატრის “საქართველოს ახალი ბალეტის “New Georgian Ballet“ ფუნქციონირება შეაჩერეს. (დაარსებული 1993 წელს)

3. ვახტანგ ჭაბუკიანის პრემიის გაცემა აკრძალეს. (საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ დაარსებული 2002 წელს)

4. საქართველოს ვახტანგ ჭაბუკიანის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი, რომელიც ჩვენ 90-იან წლებში გადავარჩინეთ განადგურებას და 2002 წლის მიწისძვრის შემდეგ ფაქტიურად შევუნარჩუნეთ საბალეტო ხელოვნება საქართველოს, დღეს ფაქტიურად საბალეტო სტუდიად გაადააქციეს სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი, საერთოდ მოშალეს ერთიანი სასწავლო სისტემა და საკუთარი კადრებისაგან დაცალეს.

5. ჩემს მიერ 2002 წელს დაარსებულ “ჭაბუკიანი – ბალანჩინის“ საერთაშორისო ფონდს შეუწყვიტეს ფუნქციონირება.

2005 წლიდან ძებნაში გამომაცხადეს, რომ საერთოდ აეკრძალათ ჩემი მოღვაწეობა საზღვარგარეთ და ეს ყველაფერი დღემდის გრძელდება. 2021წელი, 28 ივნისი.”