28 ივნისი, 2021

თეონა დოლენჯაშვილის პროტესტი “საბას”

მწერალი თეონა დოლენჯაშვილი ლიტერატურულ პრემია “საბას” სამუდამოდ ემშვიდობება:

“ძალიან გული მწყდება, რომ სამუდამოდ უნდა დავემშვიდობო ლიტერატურულ პრემია ,,საბა”ს! პრემიას, რომლის ორგზის ლაურეატი ვარ და რომელიც უკვე მესამედ ჩემი პოლიტიკური, თუ რაღაც სხვა მოსაზრებების გამო მბლოკავს. “საბას”, რომელმაც გადაუხვია თავის უმთავრეს ადამიანურ და ლიტერატურულ ღირებულებებს და დაივიწყა ის, რისთვისაც შეიქმნა.

ამ პრემიის სათავეებთან იყვნენ დათო ტურაშვილი, ლაშა ბუღაძე და რატი ამაღლობელი, რომელიც შექმნა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც დღეს ასევე ოპოზიციაშია და სდევნიან. დრო და ისტორია თავის სახელს დაარქმევს ყველაფერს.

მწერლები პრემიებისთვის არ წერენ, მაგრამ პრემია, რომელიც მწერლებისთვის შეიქმნა, მწერლებისთვის აღარაა და სისტემური უსამართლობის პროცესად და სახედ იქცა.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც უსამართლო სასამართლო სისტემის მიერ წარმოქმნილ მონსტრ მოსამართლეებს ვერ მოვთხოვთ პასუხს, რადგან დამნაშავე სისტემაა, მაინც მტკიცედ მოვითხოვ ჟიურის წევრებმა, კონკრეტულად იმ სამმა ადამიანმა, რომელზეც მთელი წლის ლიტერატურული მოსავალი ჰკიდია, აიღონ პასუხისმგებლობა და დაასაბუთონ საკუთარი გადაწყვეტილებები!”