27 ივნისი, 2021

თამთა გოდუაძე რჩეულია

მომღერალი თამთა გოდუაძე რჩეულია. საბერძნეთში გამართულ ყოველწლიური მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალზე ქართველი ხელოვანი დააჯილდოვეს.

MAD Video Music Awards-ზე თამთა პრემია MAD Radio Award მიიღო. ეს ჯილდო მომღერალმა კლიპისთვის „Den Eisai Edo“ დაიმსახურა.

ცერემონიალზე მიწვეულმა საპატიო სტუმრებმა წითელ ხალიჩაზე გაიარეს და რჩეულების სიხარული გაიზიარეს.