საზეპირო ილია ჭავჭავაძისგან

საზეპირო ილია ჭავჭავაძისგანმწერლისა და პოეტის ილია ჭავჭავაძის შემოქმედება რაც დრო გადის, ქართველებმა სულ უფრო ხშირად უნდა ვიკითხოთ, რადგან მასში უდიდესი სიბრძნეა:

“განა მარტო სარწმუნოებაზედ, რჯულზედ არის ახლანდელი კაცობრიობის ცხოვრება დამყარებული? განა არ შეიძლება კაცი ანუ ხალხი არც ქრისტიანი იყოს, არც მაჰმადიანი, არც კერპთთაყვანისმცემელი, მაგრამ კარგი კაცი ანუ კარგი ხალხი იყოს, კარგს განათლების გზაზედ დამდგარი და ცხოვრებაში ყოველმხრივ წარმატებული?

სარწმუნოების საქმე სინდისის საქმეა, რა ჩვენი საქმეა – ვინ როგორ სარწმუნოებას აღიარებს, ვინ რა რჯულის არის? რა რჯულიც ჰსურს, იმ რჯულზე იყოს; მხოლოდ კარგი, პატიოსანი კაცი იყოს, მშრომელი და თავისთვის და ქვეყნისათვისაც სასარგებლო.

თვითონ ჩვენი მაღალის და უზენაესის მოძღვრის იესო ქრისტეს სიტყვაა, რომ რჯული არ შეიქმს კაცს, არამედ საქმეო.”