29 ივნისი, 2021

საბედისწერო დღე ლაშა გაბუნიასთვის

“კომედი ჯგუფის” მსახიობს ლაშა გაბუნიას ცხოვრებაში უდიდესი განსაცდელის დღეები აქვს.

რამდენიმე წლის წინ საბედისწერო დღე დადგა ლაშა გაბუნიასთვის. ავარიის შედეგად ლაშამ ხერხემალი დაიზიანა, იმ მომენტში თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ დაავადებამ წლების შემდეგ იჩინა თავი…

ლაშას ხერხემალზე რამდენიმე თიაქარი ჰქონდა, რომელიც ძლიერ ტკივილებს იწვევდა. პირველ რიგში, კისრის მალის ოპერაცია ჩატარდა საქართველოში, ოპერაცია წარმატებით დასრულდა, თუმცა აუცილებელი გახდა მე-4 და მე-5 მალაზე ქირურგიული ჩარევა.

კომპანია მედიცენტრის დახმარებით ლაშა მოხვდა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც პროფესიონალი ექიმების ჩარევით გაუკეთდა ოპერაცია.

მიუხედავად ექიმების დიდი მონდომებისა და მცდელობისა, დღეს ქირურგიული ჩარევა საჭიროა მე-7 და მე-8 მალაზეც, სამწუხაროდ, პრობლემას ვერ გადაიჭრა და საბოლოო გამოჯანმრთელებამდე სულ ცოტაა დარჩენილი.
გამარჯვება დღეს ლაშასთვის 25 000 დოლარი ღირს – ოპერაცია და რეაბილიტაცია.

დღეს ლაშას ყველაზე მეტად ვჭირდებით – ყველა ნაცნობი და უცხო ადამიანი უნდა გავერთიანდეთ და ლაშას გამარჯვება ერთად ვიზეიმოთ.

მიმღები ლაშა გაბუნია
საქართველო GE24BG0000000100883773
თიბისი GE56TB7063545064300028