18 ივნისი, 2021

ქეთათო: “აუცილებლად მივმართავ სასამართლოს”

ირაკლი ჩარკვიანის მეუღლე – ქეთათო პოპიაშვილი საჯაროდ დებს პირობას, რომ აუცილებლად მიმართავს სასამართლოს:

“ღია წერილი TV Imedi-ის გენერალურ დირექტორს,
ბ-ნ ნიკოლოზ ლალიაშვილს:

1) ტელეიმედთან წლებია ვთანამშრომლობ და აქამდე არასდროს გვქონია საავტორო უფლების ლიცენზირების პრობლემა;

2) ყოველთვის ვცდილობდი, რომ ჩემი უფლებების დარღვევის მიუხედავად, ვყოფილიყავი დელიკატური, ალბათ ზედმეტადაც კი, არასდროს გამიხმაურებია დარღვევის ფაქტები და სასამართლოსადმი მიმართვის ნაცვლად ყოველთვის მოლაპარაკებებს მივმართავდი;

3) რთულად დავუშვებდი, რომ ლიცენზირების მორიგი მოთხოვნის შემდეგ, ერთერთი უმსხვილესი ქართული მედია მიმართავდით ასეთ არასერიოზულ ხერხს და მტკიცებულების გასანადგურებლად, უბრალოდ წაშლიდით ჩანაწერს;

4) თქვენ წაშალეთ ჩანაწერი, მაგრამ საძიებო სისტემაში შენახულია ჩანაწერის cache, რითაც დასტურდება მასალის არსებობა, რაც ძალიან უხერხულად წარმოაჩენს თქვენს ქმედებას.

5) აუცილებლად მივმართავ სასამართლოს, რათა დავიცვა ჩემი დარღვეული უფლებები და ყველამ ისწავლოს ბოლოსდაბოლოს ამ ქვეყანაში ხელოვანების შრომის დაფასება და საავტორო მასალის ლეგალური მოხმარება.
პატივისცემით, ქეთათო.”