1 ივნისი, 2021

პოლ მაკარტნი კაფე “მზიურზე” წერს

ლეგენდარული “ბითლზების” წევრი პოლ მაკარტნი კაფე “მზიურზე” წერს და სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს:

“გულითადად ვულოცავ მზიურის კაფეს იუბილეს და წარმატებულ 5 წელს. გმადლობთ “უხორცო ორშაბათის” (Meat Free Monday) პროექტის მხარდაჭერისთვის! მრავალი წარმატებული 5 წელი!”

ანა გოგუაძე, კაფე “მზიურის” ხელმძღვანელი:

“საქართველოს მთავრობა, პოლ მაკარტნი წერს მზიურზე! მზიურზე წერს, ხალხო, გძინავთ?! ამ ქვეყნის განვითარება სადღაც გულის სიღრმეში მართლა თუ გინდათ, ჩამოვიყვანოთ ეს ადამიანი. შეხედეთ ამას, ხო არ ვიგონებ არა?!

კახა კალაძე – ჩამოვიყვანოთ რა, თუნდაც თბილისობაზე. ამდენი წელია მჯეროდა, რო გაიგებდა მზიურზე და გაიგო!”