17 ივნისი, 2021

ნინო სუხიშვილი: “ძალიან დიდი მორალური და მატერიალური ზიანი მოგვადგა”

ანსამბლ “სუხიშვილების” ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი ავრცელებს ინფორმაციას ქურდობის შესახებ:

“წყნეთში, სადაც პანდემიამდე ხშირად იმართებოდა ჩვენი კონცერტები, სუხიშვილების ქ. N 1-ში მდებარე ,,ღია ტერასა ტყეში” გაქურდეს და ძალიან დიდი მორალური და მატერიალური ზიანი მოგვადგა, მაგრამ წყნეთის პოლიციის უფროსს ბატონ დიმას და მოადგილეს ბატონ ამირანს უღრმესი მადლობა თავდაუზოგავი შრომისთვის. მათ ცხელ კვალზე გახსნეს აღნიშნული დანაშაული და დააკავეს დანაშაულის ჩამდენი პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო – ბევრი ასეთი კადრი თქვენ.”