12 ივნისი, 2021

ნანი ბრეგვაძის დაუვიწყარი საჩუქარი მსმენელს

მომღერალი ნანი ბრეგვაძე სრულიად დამსახურებულად არის წოდებული ქართული ესტრადის დედოფლად. მისი სცენაზე გამოჩენა მელომანებისთვის ნამდვილი დღესასწაულია.

მიუხედავად იმისა, რომ 80 წლის იუბილეზე განაცხადა, საკმარისია ჩემი სცენაზე დგომა და მსმენელს უნდა დავემშვიდობოო, 85 წლის იუბილეს ხელოვანი სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს.

პირველი კონცერტი მომღერლის დაბადების დღეზე 21 ივლისს წინანდალში შედგება. საუბილეო საღამო როიალის თანხლებით ნიკოლოზ რაჭველთან ერთად გაიმართება.

26 და 28 აგვისტოს ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტები სიმებიანი ორკესტრის, ბენდისა და სექსტეტის თანხლებით ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო თეატრის შენობაში ჩატარდება.

25 სექტემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მომღერალის კონცერტი გაიმართება ბენდის, სექსტეტისა და სოლისტ-ინსტრუმენტალისტთა ორკესტრის მონაწილეობით.

დასკვნითი საიუბილეო საღამო კი ნანი ბრეგვაძის შემოქმედების ამსახველი პლაკატებისა და კოსტიუმების გამოფენით დასრულდება თბილისის საგამოფენო დარბაზში, 15 სექტემბრიდან, 15 ოქტომბრის ჩათვლით.