16 ივნისი, 2021

მუდამ გახსოვდეთ ოტია იოსელიანის სიტყვები

მწერალ ოტია იოსელიანის შემოქმედება სავსეა სიმართლით და გულწრფელობით და ამიტომაც ჰყავს ათასობით მკითხველი.

“არტ ინფო” მისი ჩანაწერებიდან მხოლოდ ერთ პატარა ამონარიდს გთავაზობთ, რომელიც ცხოვრების მეგზურად უნდა გავიხადოთ:

“კაცი, ერთხელ რომ დაგპირდება და მოგატყუებს, შენი ბრალი არ არის, მისი ბრალია, ადამიანი ხარ და ენდე…

მაგრამ, იგივე კაცი მეორედაც იგივეს რომ დაგპირდება და ისევ მოგატყუებს, ეს მხოლოდ მისი ბრალი აღარ არის, შენი ბრალიცაა…

ხოლო, მესამედ და მეოთხედაც თუ მოგატყუა, ან ტუტუცი ბრიყვი ხარ, ან იყიდები და გაწყობს, რომ თავი მოიტყუო!”