11 ივნისი, 2021

მთავარი შეკითხვა მორის ფოცხიშვილისთვის

პოეტ მორის ფოცხიშვილისთვის არსებობდა ერთი მთავარი შეკითხვა – “როგორ ბრძანდებით?”. ამ კითხვას მან ძალიან კარგი ლექსი მიუძღვნა:

“რა საჭიროა რომ მეკითხებით
“როგორ ბრძანდებით?”
თუკი ჩემს პასუხს არ მოისმენთ
და ისე წახვალთ?
გაოგნებული, გულდაწყვეტილი,
ქუჩაში ვბორგავ დაყრილი ფრთებით,
ენაზე მადგას პასუხი: “ვ კ ვ დ ე ბ ი!”
მაგრამ თქვენ უკვე არ გესმით ჩემი.
რა საჭიროა, რომ მეკითხებით
“როგორ ბრძანდებით?”