9 ივნისი, 2021

მთავარი ამბავი ტარიელ ხარხელაურისგან

პოეტ ტარიელ ხარხელაურს ყველა მისთვის მთავარი და მნიშვნელოვანი ამბავი მკითხველამდე ლექსებით მიაქვს.

ლექსი, რომელსაც “არტ ინფო” გთავაზობთ, პოეტის კიდევ ერთ გულისტკივილს გაზიარებთ:

“ყვავს ბულბულობა სწადია,
ლომივით ბრდღვინავს მყეფარი,
სასაცილოა, ცხადია,
სასაცილოა, ღმერთმანი!
ვირს რომ ბედაურს ადრიან,
რა ვქნა, ვერ ცნობენ ერთმანეთს?
სასაცილოა, ცხადია,
სასაცილოა, ღმერთმანი!
ტახტზე სისხლის სმით ადიან,
გლეჯენ ერთმანეთს, ფლეთავენ…
სასაცილოა, ცხადია,
სასაცილოა, ღმერთმანი!
ქარს ვეღარ გაუფანტია
ნისლი, ჭალაში შემდგარი,
ლომი ლომია, ცხადია,
მყეფარი არის მყეფარი!..”