23 ივნისი, 2021

მომღერალი ზურაბ ბაკურაძე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

ანსამბლ “ქართული ხმების” სოლისტი, მომღერალი ზურაბ ბაკურაძე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

მომღერალი რაჭაში იმყოფებოდა. შქმერში გზა ჩავარდა, ზურაბ ბაკურაძე ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილდებოდა და, ონის მერიის ინფორმაციით, ის ხევში ჩავარდა.