14 ივნისი, 2021

მედალი ნინო ანანიაშვილს

ნინო ანანიაშვილი დააჯილდოვეს. ქართველ პრიმა ბალერინას საერთაშორისო ორგანიზაციის INTERNATIONAL ACTION ART-ის საპატიო წევრის სიგელი და მედალი გადაეცა.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა იოანეს მარონიტისი – საბერძნეთის (პირეოსის და კუნძულების) UNESCO-ს კლუბების პრეზიდენტი, იუნესკოს კლუბების, ცენტრებისა და ასციაციების მსოფლიო ფედერაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის INTERNATIONAL ACTION ART გენერალური პრეზიდენტი.

იოანეს მარონიტისი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში რეპეტიციას დაესწრო და ნინო ანანიაშვილს საერთაშორისო ორგანიზაციის INTERNATIONAL ACTION ART-ის საპატიო წევრის სიგელი და მედალი გადასცა.