24 ივნისი, 2021

მარიამ კაპანაძის უდიდესი წარმატება

ჩრდილების თეატრის მსახიობისთვის მარიამ კაპანაძისთვის 2021 წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა.

მსახიობს „ახალ ჩიტოსეს ანიმაციის ფესტივალზე” ანიმაციური ფილმისთვის „მიტოვებული სოფელი“ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯილდო გადაეცა. ჯილდო მსახიობს იაპონიის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ გადასცა.

მარიამ კაპანაძე პირველი ქართველი მსახიობია, რომელმაც „ახალ ჩიტოსეს ანიმაციის ფესტივალზე” გამარჯვება მოიპოვა. კინორეჟისორი და მსახიობი ჩრდილების თეატრის მსახიობი 2013 წლიდანაა და თეატრის ყველა სპექტაკლში იღებს მონაწილეობას.

იაპონიის ელჩის რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებას ჩრდილების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გელა კანდელაკი დაესწრო.