25 ივნისი, 2021

ლაშა ონიანის სამართლიანი პროტესტი 

რეჟისორი ლაშა ონიანი სრულიად სამართლიანად აპროტესტებს კულტურის სფეროში იდეის მიტაცებას და არ მალავს, რომ ტყუილი კულტურაში ბოლო წლებია საკმაოდ მოდებულია:

“განა გადარჩევა არ მომხდარა, ან არ მოხდება, უბრალოდ გადარჩევა ხარისხის მიხედვით უნდა ხდებოდეს და არა დაბლოკვით.

აღმოსაფხვრელია კონცეპტის და იდეის მიტაცება. სასამართლომდე რაღაც უნდა გიცავდეს, ალბათ სინდისი, რომელიც ნაკლებად შემორჩა კულტურაში მყოფ ჩინოვნიკებს რეჟისორებად გადაქცეულთ, მოსაყოლად არ ღირს.

აღმოსაფხვრელია ეშმაკურად მოქცევა და ღიმილით უარის თქმა ბოლო წუთს, როცა უკვე ყველაფერში გაარკვევ და შენი ზრდილობიანობით სარგებლობენ.

აღმოსაფხვრელია სხვისი სახელით სარგებელის მიღება და, პირველ რიგში, ტყუილი რაც საკმაოდ მოდებულია კულტურაში ბოლო წლებია.

ეს პრობლემები მოდის შემთხვევით თანამდებობაზე მოხვედრილი ადამიანებისგან, რომელთაც წლები ელოდები, როდის ისწავლიან და შენთვის კი დრო გადის, აღარ ბრუნდება, საქმე კი ჩერდება.”