მწერალი გურამ დოჩანაშვილი თავის პაწაწინა წერილში ძალიან მარტივად გვიხსნის აბსოლუტურ ჭეშმარიტებას და გვარწმუნებს, რომ უბრალოება შეუფასებელია:
“მიყვარს ადამიანები, რომელთაც არ აღელვებთ ვის როგორ აცვია, ვის როგორი სანაცნობო წრე ჰყავს, რამდენი აქვს და რა ანაზღაურება აქვს…
ჰო, მიყვარს ადამიანები თბილი გულით, რომლებიც სხვა ადამიანში პიროვნებას ეძებენ და არა სტატუსს, ან იღბლიან ბილეთს…
უბრალოება შეუფასებელია…”