5 ივნისი, 2021

ეკა კვალიაშვილის საყურადღებო გაფრთხილება

მომღერალი ეკა კვალიაშვილი თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვან და საყურადღებო გაფრთხილებას ავრცელებს:

“ძვირფასებო, აგიხსნათ მინდა, თუ რატომ ავადდება ადამიანი – იმიტომ, რომ სამყაროსთან აქვს ძალიან სუსტი კავშირი, ის არ იღებს ბოლომდე ენერგიას და მისი ძალები არ არის საკმარისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

ამ დროს ადამიანს არ აქვს ძალა, ხასიათი, მას აპათია და დეპრესია აქვს. სიცოცხლის მაღალი ხარისხი მოდის მაშინ, როდესაც ადამიანში შემოდის თავისუფლად სამყაროს ნათელი, ღვთიური ენერგიების ნაკადები.
კოსმიური ენერგია, ეს ისაა, რაც სჭირდება ადამიანს სრულყოფილი ცხოვრებისათვის. თუ ადამიანს აქვს კარგი კავშირი და მიმღებლობა კოსმიური ენერგიების, მას აყვავებული და გამართლებული ბედი აქვს, ასეთ ადამიანებს არ ეცემათ ყინულის ლოლოები სახურავიდან, მათ არ კბენენ ძაღლები, არ ეჯახებიან მთვრალი მძღოლები.

მთელი სამყარო ურთიერთკავშირშია და შემთხვევითობა არ არსებობს. არსებობს უბრალო ჭეშმარიტებები, რომლის ცოდნაც ძალიან მნიშვნელოვანია…. ყველა ადამიანს საკმარისი შესაძლებლობები აქვს იმისათვის, რომ თავად გათავისუფლდეს ყველანაირი სნეულებისგან, არ არსებობს მოურჩენელი დაავადება, ადამიანი, არის ის, რაც არის! თუ ის მუშაობს საკუთარ თავზე, არ არსებობს ცუდი კარმა – იმისათვის რომ დაიცვა საკუთარი თავი ავადმყოფობისგან, უნდა გათავისუფლდე ყველანაირი ნეგატიური აზრებისგან, არ აკეთო სიბოროტე.

მაშინ ყველასთან მოვა სიუხვე, მატერიალური, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, საუკეთესო დამოკიდებულებები ადამიანებთან, ეს ნორმაა – კოსმიური ღვთაებრივი ენერგიები აძლევს ამ ყველა სიკეთეს ადამიანს, მაგრამ როგორც ღრუბელი ფარავს მზის სხივებს, ისე ადამიანის ნეგატიური აზროვნება კეტავს მის კეთილდღეობას. მასში აღარ შემოედინება ენერგიის ნაკადები და ის ავადდება, როდესაც ავადმყოფობის ნამდვილ მიზეზს გაიგებ შეგიძლია მოიშორო – ის მიდის და აღარასდროს ბრუნდება! ამით განსხვავდება სულიერი მკურნალობა სხვა მეთოდებისაგან.

ადამიანები, რომლებიც მუშაობენ საკუთარ ცნობიერება-სულიერებაზე, მათთან თავისუფლად მოემართება ენერგიის ნაკადი რომელიც ვრცელდება მის ნათესავებზე, ოჯახის წევრებზე და არაკეთილგონიერია არ ისარგებლო ამით.

ადამიანებს ჰგონიათ, რომ ისინი დაავადდნენ იმიტომ, რომ გაცივდნენ ან გადაედოთ რაიმე, რომ ასე მოქმედებს ასაკი და ასე შემდეგ, ეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში მართლდება, როცა მათშია შესატყვისი ნეგატიური ენერგიები.
ზემოთ დასახელებული მიზეზები არ არის ავადმყოფობების პირველსაწყისი. ეს მიზეზები მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანებში არის ნეგატიური ენერგიები. რაზეც შეუძლიათ ავადმყოფობებს მოეჭიდონ, რადგან სწორედ იმ დაბალ ენერგიებთან რეზონირებენ, დაბალ სიხშირეებში.

ამიტომ უნდა იყოს მაღლა, სინათლეში ადამიანი, ხოლო იმისათვის, რომ ეს შეძლოს უნდა გამოაღვიძოს გონება და იმუშავოს საკუთარ თავზე. მაგნიტიზმში პლუსი და მინუსი იზიდავს ერთურთს, ხოლო სულიერებაში მსგავსი იზიდავს მსგავსს. ანუ როგორც ჩვენი ბრძენი წინაპარი იტყოდა, რასაცა გასცემ შენია… გაუშვებ ნეგატივს, მოვა ნეგატივი, გაუშვებ სიკეთეს და პიზიტივს სწორად, სინანულისა და ქვენააზრების გარეშე, მოვა პოზიტივი ყველაფერში, ამისათვის კი საკუთარ თავზეა მუშაობა საჭირო, აფრქვიეთ სიყვარული, შეეშვით განკითხვას, იყავით კეთილი, გახსნილი, თავისუფალი ნებით სიკეთესთან, იყავით განათებული გონებაში, არ დაიგროვოთ წყენა, გაუშვით და გათავისუფლდით. ჩაუკეტეთ კარი შიშს და არ შეუშვათ თქვენში. გაიღიმეთ გულით. ცხოვრება ხომ მშვენიერია.

არავითარი მაგრამ – გააკეთეთ ტრანსფორმაცია საკუთარ ცნობიერებაში. გადადით ნათელ მხარეს და ენით გამოუთქმელ სიხარულს და ბედნიერებას, თავისუფლებას, საოცარ სიყვარულს და სინათლეს იგრძნობთ, ჯანმრთელობას და სხვა ბედნიერი და ნათელი სამყაროს შემადგენელ ნაწილად იქცევით მომენტალურად.”