18 ივნისი, 2021

ძალიან კარგი ინიციატივა ზურა რთველიაშვილთან დაკავშირებით

პოეტ ზურა რთველიაშვილთან დაკავშირებით ძალიან კარგი ინიციატივა გაჟღერდა – კულტურის სამინისტრომ პერფორმანსში ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პრემია დააარსა.

ინციატივა პოეტის მეგობარს, მწერალ ირაკლი კაკაბაძეს ეკუთვნის. პირველი ფესტივალი შემოდგომაზე ჩატარდება. პრემია გამარჯვებულ ხელოვანს ზურაბ რთველიაშვილის დაბადების დღეზე – 16 ოქტომბერს გადაეცემა.

ფესტივალის მიზანი ქართული პერფორმანსის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციაა. მასში მონაწილეობის უფლება სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ხელოვანს ექნება.