24 ივნისი, 2021

ძალიან კარგი იდეა ზურა ბაკურაძესთან დაკავშირებით

ტრაგიკულად გარდაცვლილ მომღერალ ზურა ბაკურაძესთან დაკავშირებით ოპერის მომღერალი გოჩა დათუსანი ძალიან კარგ იდეას გვთავაზობს:

“ვფიქრობდი, ყველა ვინც ზურას მეგობრები ვართ, იქნებ მოვახერხოთ და მის საყვარელ რაჭაში ოფიციალურად უკდავვყოთ მისი სახელი, ან რომელიმე სკვერს დაერქვას, ან ქუჩას, ან სკოლას, ან კულტურის სახლს, ან… ან… ან… მოფიქრება შეიძლება..

ვისაც რაიმე შეუძლია, რომ ამ საქმეს ხორცი შევასხათ, იქნებოდა ჩვენი მხრიდან მის მიმართ ელემენტარული ვალდებულება.”