დაუჯერეთ თენგიზ არჩვაძეს

დაუჯერეთ თენგიზ არჩვაძესთეატრისა და კინოს ნამდვილი ლეგენდა თენგიზ არჩვაძე დარწმუნებულია, რომ ადამიანები ჩვენი შურითა და სიბოროტით ყველაფერს ვაფუჭებთ:

“ყველაფერი, რაც ამქვეყნად ხდება, უფლის განგებაა, უბრალოდ, ჩვენ, ადამიანები, ვაფუჭებთ ყველაფერს ჩვენი შურით, სიბოროტით, სიჯიუტით, დაუმორჩილებლობით.

არაჩვეულებრივი პროფესია მაქვს, რომელსაც ადამიანებზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია – როგორც კარგის, ასევე ცუდის. ამბობენ, მსახიობობა ცოდვააო, როგორ შეიძლება, მსახიობობა ცოდვა იყოს? ასე რომ ვთვლიდე, აღარც თეატრში ვიმუშავებდი და აღარც – კინოში. მსახიობობა ერთადერთი საშუალება იყო ქართული სიტყვის პოპულარიზაციისა. ოდითგანვე უდიდესი დატვირთვა ჰქონდა ქართულ თეატრს, ქართული სცენა ქართული სიტყვის ტაძარი იყო.
არა მგონია, ჩვენი პატრიარქი თეატრის წინააღმდეგი იყოს. ქართული თეატრის ხშირი სტუმარი ყოველთვის იყო ჩვენი უწმინდესი. ძალიან ხშირად პატრიარქი უამრავ მსახიობებს იწვევს თავისთან საპატრიარქოში. მქონდა ბედნიერება, მეც ვყოფილიყავი მათ რიცხვში, რამდენჯერმე მომიწია მასთან სტუმრობა. ეს დღეები ჩემთვის დაუვიწყარია.
ჩემი მსახიობური მოღვაწეობის მანძილზე სასულიერო პირებიც მითამაშია, ეს სულ სხვა განცდაა. განა სხვა პროფესიები უცოდველია? ცოდვად ყველაფერი შეიძლება აქციო, გააჩნია, როგორი პიროვნება ხარ, როგორ ცხოვრობ და რა გამოძრავებს.”