3 მაისი, 2021

ვანდალიზმი XVI საუკუნის ეკლესიაზე

სამწუხაროდ, ვანდალიზმი არც თუ ისე იშვიათია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე. გამონაკლისი არც XVI საუკუნის სომხური ეკლესიაა, რომელიც ნაქალაქარ გრემში მდებარეობს.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე:

“ესაა ნაქალაქარ გრემში მცირე სომხური ეკლესია მე-16 საუკუნისა (არ აგერიოთ გრემის ცნობილ ტაძარში). ვიღაც არმენოფობმა ეს ხაჩქარები, ანუ ქვაჯვარები გააქრო და გაანადგურა, შელესა (ე.წ. ბრიზგი). მგონი ცენტრალური და მარცხენა ქვაჯვარები ადგილზეა, ბათქაში ფარავს, მარჯვენა ქვა კი ამოღებული და განადგურებულია.

ქრისტიანი ამას იკადრებდა? ეს ხომ წმინდა ჯვრის მკრეხელური შეურაცხყოფაა და ასევე ულამაზესი კულტურული მემკვიდრეობის განადგურება. ზუსტად როდის მოხდა ეს ვანდალიზმი არ ვიცი, მაგრამ ჩვენს თანამედროვეობაში მოხდა. ეპოქალური სირცხვილია!”