31 მაისი, 2021

სენაკის “არტ ფესტივალი” დახურეს

დასავლეთ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ფესტივალი – სენაკის “არტ ფესტივალი” დაიხურა.

ინფორმაცია პიანისტმა სანდრო გეგეჭკორმა გაავრცელა:

“ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც გავიგე!

სამწუხაროდ, დაიხურა ის ფესტივალი, რომელსაც მუსიკალური სიხარულის ოდა მოჰქონდა მთელი დასავლეთ საქართველოსთვის – სენაკის “არტ ფესტივალი”, სადაც ბოლო გამოშვებებზე 3000 ბავშვამდე იღებდა მონაწილეობას!!!

დიახ, არ გეჩვენებათ ციფრი.

ეს იყო დღესასწაული სადაც, ყველა, მთელი დასავლეთ საქართველოს მუსიკალური საზოგადოება იყო ჩართული ვალერიან შიუკაშვილის დამსახურებით.

მე მახსოვს ისიც, როცა დაფუძნდა და ის კონცერტები, სადაც მონაწილეობდნენ ყველა ის ქართველი კორიფე მუსიკოსები, რომლებიც გსმენიათ.
(ნანი ბრეგვაძიდან სახელმწიფო კვარტეტამდე)

მე უბრალოდ მინდა მადლობა გადავუხადო მის მთელ შემოქმედებით ჯგუფს და ვალერიან შიუკაშვილს იმ სიხარულისთვის, რაც საქართველოსთვის მოჰქონდათ ამ ფესტივალით.

ყველაფერი არ სრულდება.
დასასრული ყოველთვის დასაწყისია!
წარმატებები!”