21 მაისი, 2021

საქართველო “ევროვიზიას” გამოეთიშა

მომღერალი თორნიკე ყიფიანი “ევროვიზია 2021”-ის ფინალში ვერ გადავიდა,შესაბამისად, საქართველო ევროფესტივალს გამოეთიშა.

ევროვიზიის პირველი ნახევარფინალიდან ფინალში 10 კონკურსანტი ქვეყანა გადავიდა: მალტა, უკრაინა, ნორვეგია, ისრაელი, რუსეთი, აზერბაიჯანი, ლიეტუვა, კვიპროსი, შვედეთი, ბელგია.

მეორე ნახევარფინალიდან კი ფინალში მოხვდნენ: ალბანეთი, სერბეთი, ბულგარეთი, მოლდოვა, პორტუგალია, ისლანდია, სან მარინო, შვეიცარია, საბერძნეთი, ფინეთი.

ფინალში ავტომატურად გადავიდნენ მასპინძელი ქვეყნისა და “დიდი ხუთეულის” – გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის წარმომადგენლები.

“ევროვიზია 2021”-ის ფინალი 22მაისს გაიმართება.