28 მაისი, 2021

ნუცა ბუზალაძის ტრიუმფი ალბანეთში

უნიჭიერესი ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე ალბანეთში საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს.

ნუცამ შესარჩევი ტური წარმატებით გაიარა, ნახევარფინალში სრულიად დამსახურებულად გადავიდა და რჩეულებთან ერთად იმღერა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველმა მომღერალმა თავისი არაჩვეულებრივი შესრულებით ნამდვილი ფურორი მოახდინა – დარბაზში მყოფი მსმენელი ფეხზე დამდგარი უკრავდა ტაშს:

“ფინალში ვარ და ვემზადები ხვალისთვის! სადღაც 40 სიმღერაში ჩვენი სიმღერა ფინალში გავიდაა! როგორ მიხარია არ იცით, აქ ძალიან დიდი კონკურენციაა, ყველას მაგარი სიმღერა აქვს მილიონობით ნახვებით, მაგრამ მაინც ყველაფერი მაგრად მიდის ჩვენსკენ!”